გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერი: შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა

14-04-2020

ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, იგეგმება აღსრულების გამკაცრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აღსრულების გამკაცრების ნაწილში, ბზობის დღესასწაულზე, სახელმწიფო ინსტიტუტებს, პირველ რიგში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა.

„ჩვენ ამას ვაღიარებთ, მაგრამ ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრება არ იგეგმება. აღსრულების ნაწილში გამკაცრება და მეტი ეფექტურობა იგეგმება“, - აღნიშნა პრემიერმა.