გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი ახალი პაციენტი მოათავსეს

15-04-2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი ახალი პაციენტი მოათავსეს, მათგან ერთ პირს ანალიზი ქუთაისის ლაბორატორიაში აუღეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს, მას მოგზაურობის ისტორია არ აქვს, მის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები ადგენენ.

ორი პაციენტი COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით კი აჭარიდან გადაიყვანეს. ისინი დედა-შვილი არიან და ე.წ. ქობულეთის კლასტერს წარმოადგენენ. ინფექციურ საავადმყოფოში სულ 23 პაციენტია, მათგან სამი არასრულწლოვანია, 12 პაციენტს პნევმონია აქვს, აქედან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

რუსთავი2