გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოფელ ხოვლეში 12 პირისთვის აღებული ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

15-04-2020

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში დილიდან სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხსნარით დამუშავდა სოფლის შვიდი სასურსათო მაღაზია. სოფელში გაგრძელდება დღეს ადგილობრივების თერმოსკრინინგი.

სოფელში აღებული 12 პირის ნიმუშის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. სოფელში, სადაც გუშინ კორონავირუსის ახალი შემთხვევაც დაფიქსირდა სამართალდამცავებს კონტროლი აქვთ გაძლიერებული.

ინფიცირებული 32 წლის მამაკაცი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელია, ის საპატრიარქოს პერიმეტრის დაცვაში მუშაობდა.

1tv.ge