გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, წყალტუბოს ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში ზომები არასათანადოდ იყო დაცული

15-04-2020

წყალტუბოს სასტუმრო „პლაზას“ საკარანტინო სივრცეში ზომები არასათანადოდ იყო დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის წყალტუბოს სამმართველოს ეპიდემიოლოგმა, მარინა ტყეშელაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურდა, სწორედ წყალტუბოს სასტუმრო „პლაზას“ საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. მისი ინფორმაციით, კარანტინში მყოფ მოქალაქეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდათ.

უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო, არის საფრთხე, სხვა პირებიც დაინფიცირდნენ. ამის გამო, სასტუმროში მყოფ 10 პირს კორონავირუსზე ტესტი უკვე აუღეს.

1tv.ge