გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალქალაქში მირქმა და წმინდა ვალენტინის დღე აღნიშნეს

14-02-2018

ახალქალაქის მცხოვრებლებმა მირქმა და წმინდა ვალენტინის დღე აღნიშნეს. სომხური სამოციქულო ეკლესია მირქმის აღნიშვნას 13 თებერვლიდან იწყებს. Jnews-ის ინფორმაციით, ახალქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, წელს „ვალენტინობაც“ ამ დღეს აღინიშნა.

„მომავლის სახლის“ მოსწავლეებმა ქალაქის სკვერი საზეიმოდ მორთეს, გაიმართა კონცერტიც. სახლის დირექტორის, სატენიკ მაიტესიანის ინფორმაციით, ამ ფორმით სიყვარულის დღის აღნიშვნის იდეა საკრებულოს დეპუტატ აკოფ ჩახმახჩიანს ეკუთვნის. საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო პარლამენტში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანიც.

დღის ბოლოს ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიაში მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება ჩატარდა, რის შემდეგაც ეკლესიის ეზოში ტრადიციულად კოცონი დაანთეს, რომელიც ქრისტეს სინათლის სიმბოლოდ მიიჩნევა.

reginfo.ge