გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

"ვიპოვი, ბიჭებო, ვიპოვი“,-დოდო გუგეშაშვილის პირველი სიტყვები შვილის ცხედართან

14-02-2018

„ვიპოვი, ბიჭებო, ვიპოვი“,-ეს იყო პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის პირველი სიტყვები შვილის ცხედართან და თანამებრძოლებს ამოხედა.

გუგეგაშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ დღეს შეატყობინეს.

ის ღუდუშაურის საავადმყოფოდან ძმის სახლში, სადაც ნოდარ გუგეშაშვილის ცხედარია დასვენებული, ცოტა ხნის წინ რეანომობილით გადაიყვანეს. მას თან ექიმები ახლავს.

გუგეგაშაშვილს დღეს საავადმყოფოში დააბრუნებენ, ხვალ კი შვილის დაკრძალვას დაესწრება.

შეგახსენებთ, დიღმის მასივში, გუგეშაშვილების ოჯახზე თავდასხმა  7 თებერვალს მოხდა. შედეგად მოკლულია  ნოდარ გუგეშაშვილი, ხოლო დოდო გუგეშაშვილი მძიმედ დაიჭრა. დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

"პირველი news"