გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ილია მეორე: უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი ხდება

16-04-2020

ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა განაცხადა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები ღვთის ნებით ხდება.

„მადლობა უფალს დიდი წყალობისათვის. დღეს ყოველი ჩვენგანი ელოდება ღვთის წყალობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ეს მოვლენები, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის. დღეს გვექნება კიდევ შეხვედრა 12 ვნების სახარების კითხვა. გწყალობდეთ ღმერთი წყალობა ღვთისა თქვენზედა და საქართველოსა ზედ და მთელ მსოფლიოსა ზედა იყოს. დაგლოცოთ უფალმა. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა პატრიარქმა.

მან ასევე მრევლს აცნობა, რომ 16:00 საათზე იქნება 12 ვნების სახარების კითხვა და გაიხსენა, რომ ამ დღეს, 63 წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ ის დიაკონად აკურთხა.

imedinews.ge