გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დავბრუნდები, თუ გვარამია წავა! – „მთავარ არხზე განხეთქილების მიზეზი ცნობილია

16-04-2020

მას შემდეგ, რაც ნოდარ მელაძე „მთავარი არხიდან“ წავიდა, 2-დღიანი პაუზის შემდეგ მან არხიდან უკან დაბრუნებაზე შეთავაზება მიიღო. თუმცა, ამ შეთავაზებას კონკრეტული პირობაც ახლავს – ის უნდა დაბრუნდეს გადაცემის წამყვანად და არა საინფორმაციო სამსახურის პროდუსერად.

 

ვიდრე იმის შესახებ გიამბობთ, თუ როგორი იყო მელაძის პასუხი, აქვე გეტყვით, რომ „პრაიმტაიმს“ ეს ინფორმაცია სანდო და ინფორმირებული წყაროსგან აქვს. ცხადია არხზე არსებულ უხერხულობებზე საჯაროდ კომენტარის გაკეთება არავის უნდა.

 

„გვარამია წავიდეს და დავბრუნდები!“ – იყო მელაძის პასუხი.

 

რა გახდა კონფლიქტის მიზეზი

 

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა არხის დირექტორს დასცინა. გვარამიამ მას მაშინვე კარისკენ მიუთითა – ანუ სამსახურის დატოვება მოსთხოვა.

 

ჟურნალისტი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ დაიცვა, რადგან არც მას მოსწონდა განსაკუთრებული სიხშირით მიხეილ სააკაშვილის ჩართვა გადაცემებში.

 

ამან კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა და „მთავარში“ პროცესები კიდევ უფრო დაიძაბა, რასაც მელაძის სამსახურიდან წასვლა მოჰყვა.

primetime.ge/