გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯემალ გამახარია კომპაქტურ ჩასახლებაში ხანდაზმულ დევნილებს სტუმრობდა

16-04-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ეწვია და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცა.

ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ეხმარება.

მსგავსი საჭიროების მქონე დევნილთა დახმარება უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; ეს ჰუმანური პროცესი, კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის სტრატეგიის გათვალისწინებით, დღითი დღე უფრო მასშტაბურ სახეს იძენს და აღდგომის დღესასწაულის შემდეგაც გაგრძელდება. საკვები პროდუქტები და აუცილებელი მოხმარების ნივთები მთელი საქართველოს მასშტაბით 10 000-მდე ბენეფიციარს გადაეცემა.