გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

კორონავირუსისგან მეორე ორსული პაციენტიც განიკურნა

16-04-2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე ორსული პაციენტიც გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტი უკვე გაეწერა კლინიკიდან.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორსულ პაციენტთან ერთად, რამდენიმე პირი, მათ შორის 82 წლის ქალბატონიც გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდინფექციით 81 პაციენტი მკურნალობს. მათგან 9 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, 5 პაციენტის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმეა.

pia