გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

მერლინ მონროს პორტრეტი საფიჩხიის სასაფლაოზე

15-02-2018

ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოს შესასვლელთან, ადმინისტრაციის შენობის კედელზე მერლინ მონროს პორტრეტია გაკრული.


ადგილზე მყოფები განმარტავენ, რომ მსახიობის სურათი ერთგვარი ნიმუშია იმის, თუ როგორი პორტრეტები მზადდება გარდაცვლილთა საფლავებისთვის.

"ადრე ანჯელინა ჯოლის და მისი ქმრის სურათი იყო გაკრული, მაგრამ ცოცხლები არიან და უხერხულია, ამიტომ მონროთი ჩავანაცვლეთ, მაინც მკვდარია," - განმარტავენ საფიჩხიის სასაფლაოზე მყოფი პირები.

მათივე თქმით, მსახიობთა პორტრეტების ნიმუშის სახით გამოფენა, იმ მხატვრის იდეაა, ვინც საფიჩხიის სასაფლაოზე გარდაცვლილთა პორტრეტებს ხატავს.

"ქუთაისიპოსტი"