გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

COVID-19 აჭარაში - ბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე 40-ზე მეტ პირს იკვლევენ

17-04-2020

ბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე 40-ზე მეტ პირს იკვლევენ, ანალიზის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. არ გამორიცხავენ, რომ საეჭვო პაციენტების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

ბათუმში გუშინ 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 5 მედპერსონალია.

კლინიკა "მედალფაში", მკურნალობას 37 დაინფიცირებული პაციენტი გადის, მათ შორის 7 სწორედ მედპერსონალია.

პაციენტთა უმრავლესობა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

4 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი და მათ ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია უტარდებათ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. მედპერსონალთან მიმართებაში კი ვირუსი მსუბუქი სიმპტომატიკით მიმდინარეობს.

ბოლო ინფორმაციით, მიმდინარეობს ქობულეთის კლასტერის შესწავლა. დადგენილია 410-ზე მეტი კონტაქტი. 8300 ზე მეტ პირს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, მათგან 25 იყო საეჭვო შემთხვევა, თუმცა კვლევის შედეგად მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ.

rustavi2