გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალგაზრდა ქალი მიიყვანეს

17-04-2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი ახალი პაციენტია მოთავსებული. ახალგაზრდა ქალი ფარცხანაყანევის კლასტერს მიეკუთვნება.

იკვლევენ, ასევე, პაციენტის სამი წლის შვილს, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 25 პაციენტი ჰყავთ, მათგან 23 ე.წ. ოჯახურ კლასტერს მიეკუთვნება.

ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, საშუალო სიმძიმის მხოლოდ რვა პაციენტია, სხვა პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რუსთავი2