გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რუსული მედია: ყირიმიდან აფხაზეთში კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად შავი ზღვის ფლოტი ჩავა

17-04-2020

რუსეთის შავი ზღვის ფლოტი აფხაზეთს კორონავირუსთან ბრძოლაში ტექნიკითა და სპეციალისტებით დაეხმარება. ამის შესახებ რუსული მედია შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფის სამხედროები ჩავლენ. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 სპეციალური ავტომობილისგან შემდგარი კოლონა უკვე გაემგზავრა.

მათი ჩასვლის შემდეგ იგეგმება დროებითი ავტოპარკისა და ტექნიკის დასამუშავებლად სპეციალური პუნქტების მოწყობა.


imedinews.ge