გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

იერუსალიმში დღეს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდება

18-04-2020

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის ტაძარში დღეს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდება, თუმცა​ კორონავირუსის პანდემიის გამო რიტუალთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.

კორონავირუსის გავრცელების პრევენცისი მიზნით უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ისრაელში შესვლა აკრძალული აქვთ, რის გამოც წმინდა ცეცხლის რიტუალის შესრულებას ათასობით მორწმუნე ვეღარ დაელოდება.

ტაძარში აღმოსავლეთის სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის 10-15 წარმომადგენელი იქნება, რომლებიც პოლიციის ესკორტის თანხლებით წმიდა ცეცხლს ბენ-გურიონის აეროპორტში გადაიტანენ. სხვადასხვა ქვეყნის რელიგიური დელეგაციები თვითმფრინავებიდან არ ჩამოვლენ, რათა თავიდან აიცილონ ისრაელის მიერ დაწესებული საკარანტინო მოთხოვნები.

სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თელ-ავივის აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს საქართველოშიც ჩამოიტანს. ტრადიციულად, თბილისის აეროპორტიდან მას სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ.

imedinews.ge