გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ქობულეთში ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და რეანიმობილი შეეჯახნენ, რომელსაც საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი გადაჰყავდა

18-04-2020

ქობულეთში, შემოვლით გზაზე, ერთმანეთს რეანიმობილი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. არიან დაშავებულები.

სხვადასხვა სახის დაზიანებებით ორი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ და რეფერალურ კლინიკებში გადაიყვანა. ორმა კი სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, რეანომობილი ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა და მას საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი გადაჰყავდა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დეტალებს არ აკონკრეტებენ, არც იმას ამბობენ, პაციენტია დაშავებული თუ მედპერსონალი.

ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

imedinews.ge