გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ინფიცირებული მებაჟის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

18-04-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დადასტურებული შემთხვევიდან გამომდინარე, მამაკაცის ინფიცირების წყარო მისი ნათესავი იყო, რომელსაც კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა.

აღნიშნულ ინფიცირებულ პიროვნებასთან მებაჟე ოფიცერს ბოლო კონტაქტი 9 აპრილს ჰქონდა.

ამასთან, მიმდინარე წლის 8 აპრილიდან საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი იმყოფებოდა შვებულებაში, შესაბამისად მას კონტაქტი სხვა თანამშრომლებთან არ ჰქონია.