გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა

18-04-2020


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 388 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 86 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4971 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 519 ადამიანი რჩება.