გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მიხეილ სააკაშვილი: საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ხანძარი საეჭვო ვითარებაში გაუჩნდა

19-04-2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძარს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.

"დღეს დილით, როდესაც ქუჩაში პრაქტიკულად არავინ არ იყო და ხალხი დღესასწაულს აღნიშნავს, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი და ეს იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო.

"სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა" ბოლო ხანებში ძალიან აქტიურია ნიღბების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების კუთხით და ბევრჯერ მოხვდა ახალ ამბებში და რა თქმა უნდა, აღიზიანებს ქვეყნის "მფლობელებს"! იმედია, ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული, თუ ახლა არა, ამათი შემოდგომაზე მოშორების შემდეგ აუცილებლად დავადგენთ რა მოხდა ზუსტად"-წერს სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.