გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმში ერთმანეთს 7 ავტომანქანა შეეჯახა

15-02-2018

ბათუმში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს შვიდი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. როგორც ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა განაცხადეს, დაშავებული კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე პოლიცია მუშაობს. მომხდარზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა და ერთი მოქალაქე დაჯარიმდა.

"პორველი რადიო"