გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეზუგბაია: ორი პრობლემური პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

21-04-2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაია ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი ორი პრობლემური კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მათი მდგომარეობის პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

როგორც ექიმმა აღნიშნა, საავადმყოფოში ამ ეტაპზე 44 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 14 მძიმე პნევმონია აქვს.

"ამ ეტაპზე ქვეყანაში 408 დადასტურებული შემთხვევაა.3 დღის განმავლობაში სულ 25 ახალი შემთხვევა გვაქვს, გამოჯანმრთლებულია 95 პაციენტი. ჩვენთან ახალი შემთხვევები არ არის, ამ ეტაპზე კლინიკაში 44 პაციენტი კოვიდინფიცირებული. აქედან 2 პრობლემური პაციენტია, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ პროგნოზირება ჯერ შეუძლებელია. პაციენტები დაკვირვებას საჭიროებენ. ამ 44-დან 14-ს მძიმე პნევმონია აქვთ, მაგრამ ესენი მართვას ექვემდებარებიან და მათთან პროგრესირება არ შეიმჩნევა. 7 მოზარდის მდგომარეობა ასევე დამაკმაყოფილებელია. ველოდებით შესაბამისი დღეების გასვლას, რომ მათ ტესტი ჩავუტაროთ", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

პია