გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გიორგი გახარია: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე

23-04-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკომისიას კრიზისულ პერიოდში 150 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარებისთვის მადლობას უხდის.

სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე მთავრობის მეთაური ურსულა ფონ დერ ლაიენს, ჯოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰელისთან საუბარს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

"მადლობას ვუხდი ევროკომისიას ამ კრიზისულ პერიოდში 150 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარებისთვის.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა იმაზე ძლიერია ვიდრე ოდესმე ყოფილა.

განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის ურსულა ფონ დერ ლაიენს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელის",- წერს გიორგი გახარია "ტვიტერში".