გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

23-04-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
შიდა ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, სარწყავ სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ნატანი მასისა და შლამისგან მეჯვრისხევი-ბარშუეთის მონაკვეთზე ტირიფონის მაგისტრალური არხი იწმენდება.

ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწისფართობზე გააუმჯობესებს. აღნიშნული სამუშაოები, ასევე, ნადარბაზევის წყალსაცავის დროულად შევსებას შეუწყობს ხელს.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის - მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალის, კვარხეთის, ხელთუბნის, ბერშუეთის, ზემო სობისისა და ხურვალეთის მოსახლეობა ისარგებლებს.

დღეისათვის შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.