გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

Bloomberg-მა თბილისი და გუდაური ევროპის ხუთ საუკეთესო კურორტს შორის დაასახელა

16-02-2018

სტატიაში სათაურით: „ევროპის ხუთი საუკეთესო ადგილი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ კულტურას და თან ისრიალოთ თხილამურებით“ „ბლუმბერგი“ პირველ ადგილზე თბილისსა და გუდაურს ასახელებს.

"არსებობს ევროპაში თბილისზე დატვირთული დედაქალაქი? თბილისი ტურისტებს ატყვევებს ისეთი სანახაობებით, როგორებიცაა: მე-4 საუკუნის დროინდელი ციხე-სიმაგრეები, უნიკალური ტრადიციები, საბჭოთა დროინდელი კულტურა, ღამის კლუბები და ა.შ”- ნათქვამია სტატიაში.


„ბლუმბერგი“ წერს, რომ თბილისი აღმოსავლეთ ევროპაში ღამის გართობისთვის საუკეთესო ქალაქია, კლუბებით „ბასიანი“ და „მტკვარზე“ ელექტრონულ მუსიკის დიდი არჩევანით.


გამოცემა მკითხველს თხილამურებით სრიალს გუდაურში სთავაზობს.


სტატიაში დიდი ადგილი ეთმობა სათხილამურო გზებს და საბაგიროებს. ღამის გათენების იდეალურ ადგილად კი ტურისტებს „ბლუმბერგი“ სასტუმრო “Rooms Hotel“–ს ურჩევს.


„ბლუბერგი“ თბილისსა და გუდაურთან ერთად ევროპის საუკეთესო კურორტებს შორის კაპადოკიას და ერისიესის მთას, ლუკერნს და კლევენალპს, ოსლოს, ლუბლიანას და ვოგელს ასახელებს.

"პია"