გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი კახიანი: საქართველო მსოფლიო საზოგადოების და პრესის ყურადღების ცენტრშია

23-04-2020

„ყველასთვის საამაყო უნდა იყოს ის, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების და პრესის ყურადღების ცენტრშია და სახელდება, როგორც ერთერთი სამაგალითო ქვეყანა ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით - ეს არის ხელისუფლების მიერ განხორციელებული სწორი ქმედებების შედეგი“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის ინტერვიუს, რომელიც გავლენიან ამერიკულ გამოცემა „ვაშინგტონ თაიმსში“ გამოქვეყნდა. მისი შეფასებით, ეს ქვეყნის წარმატებაა.

„საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს გვაიმედებს და გვაფიქრებინებს, რომ ერთობლივი ძალით ჩვენ საბოლოოდ დავძლევთ ამ კრიზისს“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.​