გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბათუმში მოქალაქეთა ნაწილმა გახანგძლივებული საგანგებო მდგომარეობა და შეზღუდვები გააპროტესტა

23-04-2020

თბილისი პარალელურად გახანგძლივებული საგანგებო მდგომარეობა და შეზღუდვები ბათუმშიც გააპროტესტეს.

ცენტრალური სკვერის შესასვლელთან რამდენიმე პირი შეიკრიბა და საგანგებო მდგომარეობის გაუქმება მოითხოვა. მათ მიაჩნიათ, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლის სახით ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების ჩვენებას ცდილობს.

„სახელმწიფოს დაბრალება, რომ ვირუსი გავრცელდა შეუძლებელია, უბრალოდ ამ მომენტით, შეშინებული ადამიანებით სარგებლობენ. ჩვენ უნდა ვისხდეთ სახლებში, არ უნდა ვზრუნავდეთ ოჯახებზე და უნდა ველოდოთ მთავრობა რამეს როდის გადმოგვიგდებს დახმარების სახით“, - განაცხადა გიორგი ფუტკარაძემ.

22 აპრილს პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 1 თვით გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი.

imedinews.ge