გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა – შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

23-04-2020

ახალქალაქი-ნინოწმინდის გზატკეცილზე სატვირთო დღეს, დაახლოებით, ერთი საათის წინ გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც მძღოლი “რეგიონულ კვირას” უყვება, გზის ამ მონაკვეთზე დილიდან თოვდა, რის გამოც ტრაილერი მოცურდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავარდა.

“ახალქალაქს როგორც კი გაცდები, ცუდი გზაა, სიარული ძალიან გვიჭირს და თუ მალე არ დაიგება ასფალტი, კიდევ ბევრი ასეთი შემთხვევა მოხდება. ამ ყველაფერს ხელი ამინდმაც შეუწყო, დილიდან თოვს და მოცურდა ტრაილერი”, – ამბობს სატვირთოს მძღოლი.

შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, რაც 250 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.


კვირა