| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||
23-04-2020
მარნეულის მუნიციპალიტეტში კვლავ ხალხმრავლობაა. სოფელ აღმამედლოს ცენტრში ადგილობრივების აღრიცხვა მიმდინარეობს, რათა მათ საკუთარი პროდუქციის ჩაბარება შეძლონ.
ამ დროისთვის, აღმადლოელები სავაჭრო ქსელ “ჯიბე”-ს წარმომადგენლებს ელოდებიან, რათა საკუთარი პროდუქცია ჩააბარონ.
მარნეულის მერის, ზაურ დარგალის განმარტებით, მოსახლეობის დახმარების საკითხში სოფლის მეურნეობის სამინისტროა ჩართული.
„მოსახლეობას მოსავლის გატანაზე აქტიურად ვეხმარებით, დღეს სოფლებში მინიმუმ 8 ათტონიანი მანქანა შევა, რათა პროდუქციის გატანა მოხდეს. ამ ყველაფერში, რომ მოსახლეობის პროდუქცია რეალიზაციაში გავიდეს, მაქსიმალურად ვართ ჩართულები. ეს პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება, სოფლის მეურნეობის სამინისტროც აქტიურადაა ჩართული“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.
ცნობისთვის, გუშინ მარნეულისა და სოფელ შულავერის დამაკავშირებელი გზა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ გადაკეტა. ისინი საგანგებო რეჟიმის გამო ამოქმედებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და “მიშა, მიშა”-ს სკანდირებდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, პროცესი პოლიტიკურად მართული იყო.
რაც შეეხება მათ კიდევ ერთ მოთხოვნას, რომ მერია პროდუქტის რეალიზაციაში დახმარებოდა – ეს დღეიდან დაკმაყოფილდება და მოსახლეობის მოყვანილი პროდუქტის გატანა მუნიციპალიტეტიდან ეტაპობრივად განხორციელდება.