გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

რატი იონათამიშვილი: ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ყველა პუნქტს, მათ შორის, შეთანხმებას საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით

23-04-2020

„ქართულმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, რომ დღეს საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. რაც შეეხება შეთანხმებას, აბსოლუტურად ყველა პუნქტი არის ასახული შავით თეთრზე და არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას“,-ამის შესახებ განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა რატი იონათამიშვილმა, რითაც ოპოზიციის მიერ საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაგზავნილ ღია წერილს გამოეხმაურა.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ხელისუფლება შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა პირობას ასრულებს.

„ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ყველა პუნქტს, მათ შორის, შეთანხმებას საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით და ოპოზიციასაც მოვუწოდებ შეასრულოს ამ შეთანხმების თითოეული პუნქტი“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​