გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

“გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე” – ახალქალაქში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს

23-04-2020

„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე” – ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქცია პარტია “ქართული ოცნების” შტაბის შენობაში გაიმართა.

სისხლის ასაღებად მივიდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, არმენ მარანგოზიანი.

ადგილობრივი თვითმმართველობის თქმით, აქცია კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებისთვის სიცოცხლის გადარჩენის მიზანს ემსახურება.

დონაციის აქციის ფარგლებში, სისხლი უკვე გაიღეს „ქართული ოცნების” ნინოწმინდის, ქუთაისის, ზუგდიდის, ქარელის, ხაშურის, კასპის, თერჯოლის, ყვარლისა და გორის ორგანიზაციის წევრებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა.