გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

დღეს გამოკვლეულ 169 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

24-04-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიამ დღის განმავლობაში იმერეთისა და სამეგრელოს სამედიცინო დაწესებულებებიდან 169 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია.

 

გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა. მათ შორის არიან ის მედიკოსებიც, რომელთაც ინფიცირებულ პაციენტებთან შეხება აქვთ.

 

ლაბორატორიაში გამოსაკვლევი დარჩა თერჯოლის მუნიციპლაიტეტის სოფელ ღვანკითიდან გადაგზავნილი 18 პირის ბიოლოგიური ნიმუში. მათი კვლევის შედეგებს ხვალ დილისთვის ელოდებიან.

 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 425-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 111. გარდაიცვალა 5.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



პრაიმტაიმი