გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ დაიწყება შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი

24-04-2020

მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, ეს იქნება ორი კვირის შემდეგ, თუმცა, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სრული შეფასებით, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, თუ რას ითვალისწინებს შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი.

„ეს იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტო-სამრეცხაოები და ავტო-სერვისები სრულად, კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პირველი, მეორე და მესამე ეტაპი, ეს ის ძირითადი საქმიანობებია, რომელიც სრულად არა, მაგრამ ძირითადად ღია სივრცესთან არის დაკავშირებული.