გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნათია თურნავა: განსაკუთრებული მადლობა ფონდ ქართუს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს StopCov-ის ფონდში ძალიან სოლიდური შენატანისთვის

24-04-2020

„განსაკუთრებული მადლობა ფონდ ქართუს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ ძალიან სოლიდური შენატანი გააკეთა კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში. რა თქმა უნდა, ესაა მცირე ნაწილი იმ ქველმოქმედებისა, რომელსაც ფონდი ქართუ და ბატონი ბიძინა ეწევა ამ წლების მანძილზე საქართველოში, მაგრამ დღეს ეს არის მეტად ღირებული ჩვენთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის შექმნილი რთული ვითარებიდან ეტაპობრივ გამოსვლას შეეხება. მასში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მოსახლეობის სოციალურ დაცვასა და ბიზნესის მხარდაჭერაზე.