გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სარწყავი წყლის დავალიანება ჩამოეწერება

25-04-2020

ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს სარწყავი წყლის დავალიანება ჩამოეწერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიღებული იქნა ასევე გადაწყვეტილება, რომლითაც ფიზიკური და იურიდიული პირები, 2020 წლის და წინა წლების დაგროვილი სამელიორაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან.

„გარდა ამისა, სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერისთვის ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირის დაგროვილი გადასახადი სარწყავი წყლის, იყოს გაუქმებული, ჩამოეწეროს მათ და 2020 წლის სამელიორაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან ფიზიკური და იურიდიული პირები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.