გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მესამე ეტაპზე შეზღუდვები საცალო და საბითუმო მაღაზიებს, გარდა მოლებისა, ასევე, ღია ბაზრობებს, ყველა ტიპის წარმოებას და საგამომცემლო საქმიანობას მოეხსნება

25-04-2020

მესამე ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა ვაჭრობას შეეხება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მესამე ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა შეეხება საცალო და საბითუმო მაღაზიებს, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან, ასევე ყველა ტიპის ღია ბაზრობას, ყველა ტიპის წარმოებას და საგამომცემლო საქმიანობას.