გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ნათია თურნავა: განსაკუთრებულ აქცენტს ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე გავაკეთებთ

25-04-2020

განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე და ეს პირველ რიგში არის სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნობის გადამამუშავებელი სექტორი, კვების ინდუსტრია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ბევრი ქვეყანა პრიორიტეტებს სხვაგვარად მიუდგა და მეტ ყურადღებას მიაქცევს საკუთარ პოტენციალს. საქართველო, სადაც ძალიან დიდი პოტენციალია სოფლის მეურნეობის განვითარების, შესანიშნავი პლატფორმაა, რომ საკუთარი მოთხოვნა საკუთარი წარმოების რესურსით დავაკმაყოფილოთ“ , - აღნიშნა ნათია თურნავამ.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის შექმნილი რთული ვითარებიდან ეტაპობრივ გამოსვლას შეეხება. მასში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე და ბიზნესის მხარდაჭერაზე.