გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ლევან დავითაშვილი: სოფლის მეურნეობაში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის როლი დიდია

25-04-2020

„ევროკავშირის დაფინანსებით, ჩვენი სოფლის განვითარებისთვის ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება. USAD არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუდმივი პარტნიორი, რომელიც ასევე ბევრ პროგრამას ახორციელებს. აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაგვეხმარა ქართული ხორბლის მარაგების შევსებაში. ჩვენ უახლოეს დღეებში მივიღებთ დამატებით 27 000 ტონა ხორბალს. ამ ხორბლის რეალიზაციით მიღებული თანხა კი, მოხმარდება მეცხოველეობის სეგმენტის განვითარებას"-ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა გვაქვს, ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში, დახმარების გაზრდის მიზნით, მოლაპარაკებები დავიწყეთ ჩვენ პარტნიორებთან. გვაქვს მხარდაჭერის მოლოდინი, ვინაიდან სოფლის მეურნეობის სექტორი დონორთა ინტერესის სფეროა. ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებები მიდის ინტენსიურად. ეს იმ დახმარებების პაკეტის ჭრილში შეიძლება განვიხილოთ, რომელსაც ქვეყანა იღებს არსებულ ვითარებაში იმისათვის, რომ ეკონომიკური ვარდნა შევავსოთ და არ მივიღოთ ზიანი”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.