გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: ვერავინ გეტყვით მსოფლიოში, როდის გაიხსნება საავიაციო ბიზნესი

25-04-2020

ვერავინ გეტყვით მსოფლიოში, როდის გაიხსნება საავიაციო ბიზნესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე საავიაციო მიმოსვლის აღდგენის შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული სეგმენტი პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორი იქნება ეპიდემიის განვითარების მობილობა, შესაბამისად, ამ სეგმენტების გახსნების ეტაპებში ჩასმა შეუძლებელია.

„რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელზეც მე დღეს განზრახ არ ვისაუბრე - ეს არის მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა, გეგმიური ოპერაციების აღდგენა, ეს ისეთი მსხვილი ელემენტებია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებენ ყოველდღიურ მობილობაზე და პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორი იქნება ეპიდემიის განვითარების მობილობა, ამიტომ, ამ სეგმენტების გახსნების ეტაპებში ჩასმა შეუძლებელია, ზუსტად ასეა საჰაერო მიმოსვლა.

დღეს ვერავინ გეტყვით მსოფლიოში, როდის გაიხსნება საავიაციო ბიზნესი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მივესალმებით, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს, იმიტომ, რომ ტურიზმი ჩვენთვის არის განმსაზღვრელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.