გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პაატა იმნაძე: როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, თეთრიწყაროშიც ინფექციის დროული შეკავება მოხდება

26-04-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, თეთრიწყაროში მიზნობრივი ტესტირების შედეგად გამოვლენილი 20 ინფიცირებულიდან უმეტესი ნაწილი მედპერსონალია. იმნაძე იმედოვნებს, რომ როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, თეთრიწყაროშიც ინფექციის დროული შეკავება მოხდება.


"თეთრიწყაროში გუშინ მთელი დღე იმუშავა ჩვენმა ჯგუფმა, გუშინდელი მუშაობის შედეგია ის, რომ გამოვლინდა იქ ინფიცირებულები. სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები არიან ძალიან ბევრი. დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევაა თეთრიწყაროში.

დღესაც მუშაობს იქ ჩვენი ჯგუფი, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ და იმედია, რომ ისევ როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში მოხერხდა, ასევე მოხდება დროული შეკავება თეთრიწყაროშიც
მოძიებუყლი იყო კონტაქტები თეთრიწყაროში და გამოკვლეულის პრაქტიკულად ნახევარი დადებითი აღმოჩნდა"-განაცხადა იმნაძემ.