გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გია გაბრიჭიძე: რა დონის ნაძირალა უნდა იყო, რომ ექიმი ისე გამოიყვანო წყობილებიდან, ეს სიტყვები ათქმევინო...

26-04-2020

"თქვენი ბელადის სიტყვებს გაგიმეორებთ - ნურას უკაცრავად, არაფერი გამოგივათ. ვერასდროს ვერ ამოუშვებთ თქვენი ბინძური ხორხიდან ლეშს მისეული გიენების გახარებულ კივილს..."- ამ სიტყვებს ახსენებს ექსპერტი გია გაბრიჭიძე მათ, ვინც ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის თავდაუზოგავად მებრძოლ ექიმებს ცილს სწამებს.
ამის შესახებ გაბრიჭიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

"დიდი ბოდიში თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და პიკი არ არის ათასობით....ახლა ჩვენ წესით პიკში ვართ"- პაატა იმნაძე.

რა დონის ნაძირალა უნდა იყო, რომ ექიმი ისე გამოიყვანო წყობილებიდან, ეს სიტყვები ათქმევინო (თან ჩვენ ხომ ყველაფერი არ ვიცით).
თქვენი ბელადის სიტყვებს გაგიმეორებთ - ნურას უკაცრავად, არაფერი გამოგივათ. ვერასდროს ვერ ამოუშვებთ თქვენი ბინძური ხორხიდან ლეშს მისეული გიენების გახარებულ კივილს. რა ფარჩაკებიც ხართ, ისევ ისე იქნებით და უარესად გაფარჩაკდებით"-წერს გაბრიჭიძე.