გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი სესიაშვილი ვანო მერაბიშვილის ტელეინტერვიუზე: გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს

27-04-2020


„გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს. ბატონი მერაბიშვილი აბსოლუტურად უტიფრობით გვიმტკიცებდა და გვეუბნებოდა, რომ მათ ხელისუფლებას და მას პირადად არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ის მკვლელობები, დარბევები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის წართმევა - ეს მათთვის ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის დისკომფორტი, სპეცრაზმების მოუმზადებლობა. მეტიც, იქამდეც კი მივიდნენ, რომ თურმე ოპოზიცია დგამდა წამების სცენებს ციხეებში“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.


მისივე შეფასებით, გუშინდელი ინტერვიუ არ იყო დანაშაულისგან თავის არიდების მცდელობა, არამედ ეს არის მათი ჩვეულებრივი პოლიტიკური სტრატეგია და ხედვა.


„თეორიულად რომ დავუშვათ და ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამ ხალხმა მერაბიშვილის სახით გვითხრა, რომ ჩვეულებრივად გააგრძელებენ ისევე ცხოვრებას იმიტომ, რომ არ თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი დანაშაულია და შემდგომ ამ ყველაფერს დააბრალებენ სხვას. ეს არის მათი რეალური დამოკიდებულება ქვეყნის, ხალხის და იმ ათასობით ადამიანის მიმართ, რომლებიც აწამეს და არაადამიანურ პირობებში ამყოფეს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.