გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გურიაში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა - რეგიონში თერმოსკრინინგი გრძელდება

28-04-2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გურიაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დღესაც გაგრძელდება - რეგიონის სამივე შემოსასვლელთან დროებითი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და სამართალდამცავები მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გურიაში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

"ეს არის განმეორებითი თერმოსკრინინგი რეგიონის მასშტაბით. მოწმდება ყველა მანქანა, რომელიც რეგიონში შემოდის და გადის. ვინაიდან მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში საშუალება მიეცათ, რომ გადაადგილდნენ ქალაქებს შორის, მივიღეთ გადაწყეტილება, რომ პრევენციის მიზნით განგვეხორციელებინა თერმოსკრინიგი," - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.

რუსთავი2