გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბოჭორიშვილის კლინიკაში 4 ახალი პაციენტი ბოლნისიდან და შინდისიდან გადაიყვანეს

28-04-2020

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში 4 ახალი პაციენტი ბოლნისიდან და შინდისიდან გამოიყვანეს.

როგორც მაკა სოლოღაშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად, კლინიაკში სულ 54 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება.

„კლინიკაში ამჟამად 54 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გვყავს, დადასტურებული დიაგნოზით დაგვემატა 7 პაციენტი, აქედან ოთხი გადმოყვანილია, სამი პაციენტის დიაგნოზი ჩვენ კლინიკაში დადასტურდა. გუშინ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა, 18-წლამდე ასაკის პირები არიან 11, ერთი პაციენტი არის მძიმე და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, 11 პაციენტი არის საყურადღებო“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ipress