| « ნოემბერი 2025 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
28-04-2020
"დასრულდა 130 კვლევის ნიმუში, საიდანაც მხოლოდ 1 პოზიტივი დაგვემატა. დადასტურებული შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა, ის თურქეთიდან არის შემოსული. იგი ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა",-ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქობულეთის კლასტერში ინფიცირების ახალი შემთხვევები ამ დროისთვის არ დასტურდება. მიმდინარეობს აღნიშნული კლასტერიდან ინფიცირებულების კონტაქტების კვლევა, რომელთა რიცხვი 500-ს აჭარბებს.
მისი თქმით, კლინიკა "მედალფაში" კორონავირუსის დიაგნოზით 43 პაციენტი მკურნალობს. აჭარაში სულ გამოჯანმრთელებულია 20 პაციენტი. აჭარის საკარანტინო სივრცეებში 1 300 ადამიანი რჩება.