გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დასავლეთ საქართელოში აზიური ფაროსანას მონიტორინგი ხორციელდება

28-04-2020

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში მავნებლის მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, მუნიციპალიტეტების სოფლებში განთავსებულ მონიტორინგის სისტემებს ამოწმებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.

სპეციალისტების ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ფაროსანას გავრცელების არეალი ერთეულ შემთხვევებში ფიქსირდება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ვადა და დასამუშავებელი ტერიტორიების არეალი, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება.

პირველი ეტაპისათვის, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, 2520 მონიტორინგის სისტემაა განთავსებული.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ფერმერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან კოორდინირებულ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge