გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გურჯაანში, სპირტის ქარხანაში სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს 26 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

19-02-2018

გურჯაანში, სპირტის ქარხანაში სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს 26 წლის დათო ოდიკიძე გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა შემდუღებლებს სპეციალურ ელექტროსადენებს აწვდიდა.

გარდაცვლილის ოჯახი ვარაუდობს, რომ უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ზომების დაუცველობის მიზეზით მოხდა. ბრალდებებს არ იზიარებს ქარხნის დირექტორი. ლადო ფოთოლაშვილის თქმით, სამუშაო, რომელსაც ოდიკიძე ასრულებდა, მის მოვალეობაში არ შედიოდა და მან დახმარების სურვლი თვითონ გამოთქვა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"