გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

უკრაინული მედია: მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის ვარიანტი განიხილება

29-04-2020

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რეფორმების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შესვლა შეიძლება შესთავაზონ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში დანიშვნის სირთულეების გათვალისწინებით, სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის ვარიანტი განიხილება“, - განაცხადა სწყარომ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. დღეს კი უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია, ვინაიდან საკმარისი რაოდენობის ხმების მოგროვება ვერ შეძლო.

imedinews.ge