გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სისხლის უანგარო დონაციის აქციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა

29-04-2020

„გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“, – აბაშაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, სამეგრელოშიც შეუერთდნენ. უანგარო დონაციის აქციაში საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ. სისხლის გასაღებად მივიდა აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია.

ლევან მაკალათიას განმარტებით, მთელი დღის განმავლობაში სისხლის უანგარო დონაციის აქციაში 40-მდე პირი მიიღებს მონაწილეობას.

აქცია კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება. პროექტს კორპორაცია “ევექსის” სისხლის ბანკი ახორციელებს.

[media=]