გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა

29-04-2020


„ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა. ეს აღიქმება როგორც არამეგობრული ნაბიჯი და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აქამდე არ მივა საქმე“,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა მკაფიო პოზიცია გამოხატა და ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან.


„კარგია, რომ პირველი ინფორმაცია, რომელიც წამოვიდა სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, არის დადებითი, კერძოდ, ვგულისხმობთ იმ განცხადებებს, რომლებიც გააკეთეს, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც აცხადებს, რომ ის, სავარაუდოდ, არ დაუჭერს მხარს სააკაშვილის დანიშვნას, ასევე, იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიცე-პრემიერად ის უკვე აღარ განიხილება. თუმცა, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა. ეს აღიქმება როგორც არამეგობრული ნაბიჯი და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აქამდე არ მივა საქმე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.