გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სურამის ტყე-პარკში ფიჭვები წაიქცა

19-02-2018

სურამში უნიკალური ჯიშის ხეები წაიქცა. ამის ამსახველი ფოტომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ფიჭვები დიდმა თოვლმა წააქცია. იგივეს აცხადებს სურამის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვანო გელაშვილი.

ბაიანთხევის ტყე-პარკის გაშენებაში დიდ ღვაწლი მიუძღვის პროფესიონალ მეტყევეს, ტყის ქომაგს, საქართველოში ტყეების გაშენების ერთ-ერთ ორგანიზატორს მიხეილ მურვანიშვილს.

იგი დაიბადა სურამში 1875 წელს, მისი გაშენებულია სურამში კვირაცხოვლის, ბაიანთხევის და გვერდისუბნის ფერდობებზე ფიჭვის ტყეები. სურამელების ცნობით, მან ამ საქმეს 28 წელი მოანდომა.

მურვანიშვილი თავისი სურვილით დაკრძალულია მის მიერ გაშენებული ბაიანთხევის ფიჭვნარში, თავის საყვარელ ადგილას.

qartli.ge